თურქეთი ანტალიაში რუსი ტურისტების ტრანსპორტირებისთვის ახალ ავიაკომპანიას ქმნის. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ახალი ავიაკომპანიის სახელი იქნება Southwind და ის ანტალიის აეროპორტში იქნება ბაზირებული.
ცნობილი ხდება, რომ ახალი ავიაგადამზიდავი ოპერირებას მაისის ბოლოდან დაიწყებს.
ცნობისთვის, Southwind-ის ავიაფლოტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ დროისათვის, კომპანიის ფლოტში შეყვანილია ხუთი Airbus-ი.
