ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე მკაფიო წყვილმა – 21 წლის ტინა კუნაკიმ და 51 წლის ვენსან კასელმა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კანის კინოფესტივალს დაესწრნენ, ოფიციალური განცხადება გააკეთეს:
თავის „ინსტაგრამზე“ ტინამ ვენსანთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელსაც ბეჭდის გამოსახულებიანი „სმაილი“ დაურთო. წყვილის ნიშნობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში შედგა, თუმცა ეს ფაქტი ამ დრომდე არ ხმაურდებოდა. დასავლური მედიის ცნობით, წყვილი აგვისტოში იქორწინებს. კუნაკისთვის ეს პირველი ქორწინება იქნება, ვენსან კასელი კი 14 წლის მანძილზე დაქორწინებული იყო მონიკა ბელუჩიზე, რომელსაც 2013 წელს დაშორდა.
A post shared by Tina Kunakey Di Vita (@tinakunakey) on
