LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალი Ford Bronco წყლის ადიდების დროს ჩაიძირა

41
ford

გასულ უქმეებზე მენის შტატში, ახალი Ford Bronco-ს მძღოლი მდინარის გადაკვეთას ცდილობდა, ამ დროს მანქანა ქვიშაში გაიჭედა და როდესაც წყლის ადიდება დაიწყო ადგილიდან ვერ დაიძრა. მძღოლს სხვა გზა აღარ ჰქონდა, თავის გადასარჩენად ავტომობილი მიატოვა. ჩაძირული Bronco კვადროციკლიდან გადაიღეს, მანქანა სარკეებამდე წყალში იყო ჩაფლული. ვიდეოს ბოლოში კროსოვერის წყლიდან ამოყვანის ოპერაციაცაა აღბეჭდილი, თუმცა Bronco-ს გადარჩენა პირველივე ცდით ვერ მოხერხდა.

ადგილობრივი მედია საშუალებების ინფორმაციით, Ford Bronco ამ სიტუაციაში მძღოლის დაუდევრობის გამო აღმოჩნდა. ავტო მფლობელმა მანქანის შესაძლებლობების გამოცდა გადაწყვიტა, მდინარის გადაკვეთა გადაწყვიტა, თუმცა წყლის ადიდების შესაძლებლობა ვერ გათვალა.

ქსელში გავრცელებული ვიდეო სამაშველო ოპერაციით სრულდება. კადრები დრონიდანაა გადაღებული, ფინალისკენ ტროსი წყდება და მანქანის ამოყვანა წარმატებით დასრულდა თუ არა – უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები