რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა.
„ძალიან უნიჭო ხალხია და ასევე უნიჭო „რევოლუცია“ ექნებათ, ამაში დარწმუნებული ვარ. ნიჭიერი რომ იყოს კიდევ მესმის, ამიტომ მე მშვიდად ვარ. გარდა იმისა, რომ უნიჭოები არიან, ბოროტებიც არიან, შურიანებიც. მგონია, ცოტა ჭკუა გადასულები, ამიტომ წყნარად ვარ“, – განაცხადა სტურუამ.
მისი თქმით, სააკაშვილი ხელისუფლებაში რუსეთის დიდი დახმარებით მოვიდა.
„აქ ჩამოვიდა ივანოვი და ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი (მიხეილ სააკაშვილი) მათი ძალიან დიდი დახმარებით, გახდა საქართველოს პრეზიდენტი. გადააყენეს წინა თაობა. ასევე წაიყვანეს ასლან აბაშიძე აჭარიდან რუსებმა. სულ რუსებმა გაუკეთეს ყველაფერი. ახლა თუ აქვთ ამის იმედი, იმიტომ რომ რუსები გორთან დგანან და როგორც უკრაინაში, ისე აქაც დაგვესხან თავს, მაშინ მოვლენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა რობერტ სტურუამ.