LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 5000 ევროს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ შემდეგი ვიდეო, რომელსაც დედა მიიღებს, შვილის სიკვდილით დასჯა იქნება – მიხაილო პოდოლიაკი რუსი ოკუპანტების მუქარის შესახებ

748
უკრაინელი ჯარისკაცი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ დედას 5000 ევროს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯიან.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული.

„5000 ევროს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ შემდეგი ვიდეო, რომელსაც დედა მიიღებს, შვილის სიკვდილით დასჯა იქნება. ჯარისკაცები უფრო და უფრო ჰგვანან ISIS-ის მებრძოლებს. რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ“, – წერს პოდოლიაკი.

magti 5g