უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ვარაუდობს, რომ რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრები შესაძლოა, პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს. ამის შესახებ ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში იწვის სამხედრო ბაზა, სამხედრო კომისარიატები იწვის, უმაღლესი საამხედრო სასწავლებლები. საწყობები, გუბერნატორების სახლები იწვის.
მაქვს შეგრძნება, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო. განსაკუთრებით, ეს ეხება სამხედრო კომისარიატებს, ხალხს იქ არ უნდა და ეწინააღმდეგება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ახალწვეულებისა და რეზერვისტების პირადი მონაცემები ინახება.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ქალაქ ბრიანსკის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.