გიორგი ნაზღაიძეს შვილი ჰყავს და მისი ნახვის უფლებას არ აძლევენ – ამის შესახებ მოდელმა და ტელეწამყვანმა რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. როგორც ნაზღაიძე ამბობს, შვილი ყოფილი საცოლესგან ჰყავს, თუმცა ბავშვმა არ იცის მისი მამის ვინაობა.
ტელეწამყვანი შვილის დაბრუნებას სასამართლოში დავის წამოწყებას გეგმავს:
„მე არ მინდოდა ამ თემის გაჟღერება. ძალიან დიდი ისტორიაა. ჩემი საცოლე იყო ეს გოგო, ჩვენი ურთიერთობა ცუდად დამთავრდა. ბავშვი ახლა არის სადღაც 12 წლის. (არ იცის რომ მამა ვარ), არც ერთი ოჯახის წევრი ფოტოსაც არ დებს. ყველაფრიდან დაბლოკილი ვარ, ყველაფრიდან აორთქლებული ვარ. სასამართლოს იქით გზა არ მაქვს. ამერიკის მოქალაქეა, ვერაფერს იზამ თუ არ ჩახვედი ადგილზე. რთული გზაა. ბავშვი ჩამოვა იმ პერიოდში, როცა მექნება იმის საშუალება რომ ის მყავდეს მე“, – ამბობს ნაზღაიძე და შვილის დაბრუნებას დეენემის ანალიზის გაკეთებით და სასამართლო პროცესის მოგებით აპირებს.