LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქორწინო მოგზაურობაში მუდმივად იყო კამერა სკაიპით ჩართული, არ აწუხებდა ნიკოლოზს ეს, დედაჩემია და უნდა გვიყუროსო“ – რას იხსენებს ნეკა დოროყაშვილი

3583
nekaaslaiv

მოდელი ნეკა დოროყაშვილმა „TV პირველის“ ეთერში დუმილი დაარღვია და ყოფილ მეუღლესთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან გატარებული რთული ეპიზოდები გაიხსენა. მათ შორის თაფლობის თვეზე.

როგორც დოროყაშვილი ამბობს, ახალდაქორწინებულ წყვილს დედამთილი ვიდეოთვალით უყურებდა.

„მითვალთვალებდნენ. ეს ძალიან უცნაური იყო. პირველად როცა წავედით, საქორწინო მოგზაურობაშიც არ ვყოფილვართ, ფაქტობრივად, ჩვენ პირველად წავედით რაღაც ტურნირზე და რომ დავარქვათ საქორწინო მოგზაურობა, ჩართო ჩემი ქმრის დედამ ლეპტოპი და ნიკოლოზმა აღარ გათიშა. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი სასტუმროს პატარა ოთახი და იქ მუდმივად არის ჩართული კამერა, სკაიპით. რომ ვიკითხე რატომ? არ აწუხებდა ნიკოლოზს ეს პრობლემა, დედაჩემია და უნდა გვიყუროსო. დედამისი ამბობდა, მე არ ვიძინებ, მინდა ვისმინოო, ამბობდა, რომ არ უნდა დაეძინა და უყურადღებოდ ვერ დაგვტოვებდა“, – იხსენებს დოროყაშვილი.

როგორც ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ამბობს, ჩოგბურთელი ყველა საუბარს იწერდა და დედას ასმენინებდა:

„ნიკოლოზი იწერდა, ნებისმიერ საოჯახო საუბარს. როგორც აღვნიშნე დედამისი მუდმივად იყო კონტროლზე, დედამისზე იძახდა, რომ ის არის ჩვენი ოჯახის მოსამართლე. როცა დედამისი ვერ ახერხებდა სკაიპში ჩართვას, იმიტომ რომ სკაიპში მუდმივად იყო ჩართული, ნებისმიერ დროს ნიკოლოზი იწერდა. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, როცა ვეკითხებოდი რატომ იწერ, მეუბნებოდა რომ დედაჩემმა უნდა მოუსმინოს და შემდეგ დედამისს უნდა გამოეტანა დასკვნა. რამდენიმე ჩანაწერი მეც გავაკეთე, რომ დამემტკიცებინა მისთვის, შენ ასე არ გითქვამს და რატომ გადათქვი“.

„ქორწილის დღეს შემეხო პირველად ხელით“ – ნეკა დოროყაშვილი ქორწინების პირველ დღეებს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g