,,ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას ეტაპობრივად შევაჩერებთ“, – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის გამოცხადებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს.
ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას.
სანქციების სამიზნე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.
ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი რანგის რუს სამხედრო ოფიცრებსა და სხვა პირებს, რომელთაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ომის დანაშაულები ჩაიდინეს. „ჩვენ ვიცით ვინც ხართ, თქვენ ამას ვერ გაექცევით“, – აღნიშნა ლაიენმა.