რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ ამერიკის რეჟისორთა გილდიის პრემია მიიღო ფილმისთვის „წყლის ფორმა“, ნომინაციისთვის „2017 წლის საუკეთესო ფილმი“.
ამავე ნომინაციაში დელ ტოროს გარდა წარდგენილები იყვნენ რეჟისორები: ჯორდან პილი ფილმით „წადი აქედან“, კრისტოფერ ნოლანი დრამით „დიუნკერკი“, მარტინ მაკდონაჰი და „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისური“, ასევე გრეტა გერვიგი ფილმით „Lady Bird“.