LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზოვსტალის“ ქარხნიდან დღეს 50 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს

104
azovstali

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის თქმით, დღეს, მარიუპოლში, ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ირინა ვერეშუკის თქმით, ევაკუირებულთა ჯგუფში ქალები, ბავშვები და მოხუცები შედიან. ამასთან, ვერეშუკმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

,,ევაკუაცია უკიდურესად ნელი იყო. ხვალ დილით, ჩვენ ევაკუაციის ოპერაციას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ვერეშუკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g