LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუგანსკის ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა: ოლქის გუბერნატორი

149
image_2022-05-12_144522801

ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზზე ინტენსიური დაბომბვა ხორციელდება, – ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„მტერმა მთლიანად გაანადგურა ლუგანსკის დაპყრობილი დასახლებები. დაბომბვა გაძლიერდა ლუგანსკის ფრონტის გასწვრივ“, – აცხადებს სერგეი გაიდაი.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის გარშემო (ბელოგორივკაში, კომიშუვაჰაში და სევეროდონეცკის შემოგარენში) და სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„ბელოგორივკაში მყოფი უკრაინული შენაერთები აკავებენ რუსეთის შემოჭრას… ჩვენმა დამცველებმა ორჯერ გაანადგურეს პონტონური გადასასვლელები და რუსების ქმედებებიდან გამომდინარე, მესამედ იგივე იქნება,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

გადაის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ჩაიგდეს თუ არა რომელიმე ქალაქი ან სოფელი რუსებმა ხელში.

გუბერანტორის განცხადებით, რუსები „არ ცვლიან ტაქტიკას: ისინი ანადგურებენ ქალაქებს და მხოლოდ ამის შემდეგ შედიან გადამწვარ მიწაზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g