ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს, მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი მშობლიური შტატის, კენტუკის ბავშვთა საავადმყოფოს სტუმრობს და პატარა პაციენტებს, მათ მშობლებსა და თანამშრომლებს შობას ულოცავს.
გამონაკლისი არც წელს იყო: საავადმყოფოს თანამშრომლებმა ვარსკვლავთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს და ვიზიტისთვის მას მადლობაც გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლოურენსმა სამედიცინო დაწესებულებას 2 მილიონი დოლარი შესწირა.
A post shared by Norton Children’s Hospital (@nortonchildrens) on