LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი Kalush Orchestra: გავიმარჯვეთ არა ჩვენთვის, არამედ ყველა უკრაინელისთვის

268
hero

იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა.

ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.

“ახლა როგორც არასდროს, თითოეული გამარჯვება უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ეს კიდევ უფრო მეტად ამაღლებს საბრძოლო განწყობას უკრაინელებში, [განწყობას] რომელიც ასე საჭიროა. ჩვენ გავიმარჯვეთ არა ჩვენთვის, არამედ ყველა უკრაინელისთვის,” – განაცხადა ჯგუფ Kalush Orchestra-ს სოლისტმა ოლეგ პსიუკმა Unian-თან ინტერვიუში.

გამარჯვებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღესაც, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ – ზელენსკი

„ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა ევროპას იპყრობს! უკვე მესამედ, და მე მჯერა, რომ არა საბოლოოდ, მომავალ წელს, ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს, თავისუფალ, მშვიდობიან, აღდგენილ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს. გმადლობთ ყველას, ვინც ხმა მოგვცა! დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g