LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინა დღეს კალათბურთიდან გამოვიყვანეთ, ბედნიერი იყო“ – როგორ ესალმება 8 წლის დათი ძმებს, რომლებიც მას კლინიკაში ვიდეო ზარით ურეკავენ

175
დატისძმებიმისალმება

შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის ამბავს მთელი საქართველო განიცდის და მის დასახმარებლად ერთიანდება. დაშვებული ბიჭუნა კვლავ ისრაელის კლინიკაში იმყოფება და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამჯერად, საზოგადოებამ მისი ძმებიც – სანდრო და გიორგი გაიცნო. ბიჭებს მშობლების საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, ბებია ზრდით, ისინი მშობლების დანაბარებსაც ასრულებდნენ და პატარა ძამიკოს კარგად უვლიდნენ.

„დედა რომ წავიდა, ასეთი რამ დამიბარა, რომ შენ უნდა იყო დათიკოს მამაო და შენ უნდა მიხედო, როგორც მამა და არა როგორც ძმაო. სულ ვუვლიდი და არ ჰქონდა ის შეგრძნება, რომ მშობლები აქ არ ჰყავდა“ – ამბობს სანდრო.

გადაცემაში „ბაისათან“ დათის ძმები ჰყვებიან, როგორ ცხოვრობდა, რითი ერთობოდა და რა უყვარდა დათის, სანამ ავარიაში მოყვებოდა.

„დათის ძალიან უყვარს თამაში, კალათბურთი, რაგბი, რადგან ძალიან ენერგიული ბავშვია. წინა დღეს კალათბურთიდან გამოვიყვანეთ, რომ შევხედე ბედნიერი იყო, იქ მეგობრები ჰყავდა და ჰყავს. ძალიან ბევრს ვთამაშობდით ერთად, ვჭიდაობდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ფილმს ვუყურებდით, ხანდახან რაღაცებს ვუმზადებ, რადგან თვითონ არ უყვარს გაკეთება. ჩემი ხელით შემწვარი კვერცხი უყვარდა“, – ამბობენ ძმები.

ამის შემდეგ მათ დათის და დედას გასამხნევებლად დაუკრეკეს, დათიმ ძმებს ხელი დაუქნია და ასე გამოვიდა კონტაქტზე.

„ახლა უკვე გვეკონტაქტება, მაგრამ ჯერ გრძელი და რთული გზა გვაქვს წინ გასავლელი. ვცდილობთ კომუნიკაბელურები ვიყოთ. ხელით ჭამა დაიწყო, ბედნიერი ვარ რომ ჩემი ხელით შემიძლია ვაჭამო“ – აცნობა უახლესი ინფორმაცია დედამ ვიდეო ზარით.

დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
#დათისთვის

„ნახევარი მილიონი დოლარი გვითხრეს, რომ დათი უბრალოდ, გადარჩეს… ეს არ შეიცავს არც იმპლანტის საფასურს, არც სხვა არაფერს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები