LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

584
გაბუნია 22

გიორგი გაბუნია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

„ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ იქცა დაშინებული, ძალადობრივი ძალის ქვეშ მყოფი, არა*თავისუფალი აგრომერაციად, რომლებიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით ამ ქვეყანაზე და უბრალოდ შემთხვევით ვართ ერთად.

არც ენა, არც მამული და არც სარწმუნოება სამწუხაროდ აღარ არის ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები, იმიტომ რომ ვხედავთ რომ ჩვენი ქვეყანა დაფლეთილია, არ გვაქვს ჩვენ არც ენა, იმიტომ რომ წერა-კითხვაც აღარ ვიცით წესიერად. თუ ვიცით , ვიყენებთ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დასახლეჩად. და სარწმუნოებაც სამწუხაროდ ფარსად იქცა განსაკუთრებით ბოლო წლებში.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უფრო მეტად ვიდრე აქამდე. რადგან ახლა დამატებითი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. თავისუფლებისთვის როგორც ყოველთვის. არამარტო ნიკას თავისუფლებისთვის. ამჯერად სახემწიფომ ასე ქნა და ასე მოინდომა ქართულმა ოცნებამ და ;ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ. ნიკა გვარამია არის თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო, რომელთან ერთადაც ჩვენ ამდენი წელი გავატარეთ.

ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, არა იმიტომ რომ ნიკა იქნება თუ არა ჩვენთან ერთად ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება ბოლო წლებში, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას არა იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ნიკა იქნება თუ არა ჩვენთან, არა, პირიქით ნიკას დამსახურებაა, რომ არხი ისეა აწყობილი, რომ ყველას ჩვენ შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა, ერთადერთი, რომლის პრობლემაც გვაქვს, ეს არის ფინანსური და ესეც მოდის ქვეყნის პრობლემიდან გამომდინარე იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას აღარ აქვს აღარც ეკონომიკა და აღარც დოვლათი და ჩვენს მოხრჩობას წლებია ცდილობენ ფინანსური პრობლემებით, მაგრამ ჩვენ ამასაც გადავლახავთ, ბრძოლა გრძელდება, რომ საქართველო იქცეს ისევ სახელმწიფოდ, როგორც ოდესღაც იყო.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g