LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას მიიღებს

119
ალექსეი არესტოვიჩი

„უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას მიიღებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებისთვის მოხდება.

„ეს პუტინისთვის ძალიან მძიმე განაჩენია” - რა არის „ლენდ-ლიზი“ და რას შეცვლის რუსეთ-უკრაინის ომში

“წარმოუდგენელია, რუსეთის სამხედრო მანქანამ გაუძლოს ამერიკის „ლენდ ლიზს“ - მუხტი, თუ რა განაჩენი გამოუტანეს მას, ყველაზე კარგად იკითხებოდა პუტინის სახეზე 9 მაისის აღლუმზე“ - ხათუნა ლაგაზიძე

როგორც არესტოვიჩმა თქვა, უკრაინა იარაღს მიიღებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ლენდ-ლიზის“ პროგრამით, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც.

„ლენ-ლიზი“ მხოლოდ ერთი წყაროა. გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან სწავლებას მათ ჰაუბიცებზე – Panzerhaubitze 2000. ძალიან კარგი და ხარისხიანი იარაღია. პირველი სერიოზული იარაღი, სერიოზული რაოდენობით, ვფიქრობ ივლისზე ადრე არ ჩამოვა.“– განაცხადა არესტოვიჩმა.

ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია: მიხაილო პოდოლიაკი

magti 5g