ჰარდი-დეპის ახალ პროცესზე ემბერის მიერ, მეუღლის საწოლში „მოსაქმების“ ეპიზოდი განიხილეს. მსახიობი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და ყველაფერში მათ ძაღლს, „ბუს“ადანაშაულებს.
„ემბერ ჰარდმა ჯონი დეპის საწოლში მოისაქმა“ – მორიგი სკანდალური ჩვენება
„ეს ყველაფერი სასაცილო სულაც არ არის, მე მაშინ ცხოვრება თავზე მენგრეოდა და ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი. ეს ბუმ გააკეთა, მას ბალახი ჰქონდა ნაჭამი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აღენიშნებოდა“, – აცხადებს ჰარდი.
მის არგუმენტს არ იზიარებენ ადვოკატები, ისინი ამბობენ, რომ დეპის საწოლში აღმოჩენილი ფეკალიები პატარა ჯიშის ძაღლს არ ეკუთვნის.
„ემბერ ჰარდმა ნარკოტიკული საშუალება მაგიდაზე განზრახ დადო და ფოტო გადაუღო“ – მორიგი „ტრიუკი“?