დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესებზე უკვე არაერთი წარმოუდგენელი და სკანდალური ჩვენება მოვისმინეთ, თუმცა უკანასკნელმა ინფორმაციას ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯონის დაცვამ განაცხადა, რომ ემბერმა მეუღლის საწოლი ფეკალიებით დასვარა. ჯენკინსის თქმით, ეს 2016 წელს მოხდა, როდესაც ჰარდი „კოაჩელას“ ფესტივალზე გაემართა, დეპს კი საწოლში სიურპრიზი დაახვედრა. აღნიშნული ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ ჰარდმაც დაადასტურა.
„ემბერ ჰარდმა ჯონი დეპის საწოლში მოისაქმა“, – ჰყვება ჯენკინსი.
როდესაც ჯონმა საწოლში ფეკალიები აღმოაჩინა, ემბერმა უთხრა, რომ ეს ძაღლს ეკუთვნოდა, თუმცა ფეკალიების ზომა და მათი ძაღლის გაბარიტები ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, რადგან იმ პერიოდში წყვილს „იორკშირ-ტერიერი“ ჰყავდა.
„ეს ისეთი უცნაური და უჩვეულო იყო, რომ მხოლოდ გამეცინა“ – განაცხადა დეპმა.