ჰარდი-დეპის სასამართლო გრძელდება. ჯონის მცველი, მალკოლმ კონოლი გახლავთ ადამიანი, რომელმაც წინა პროცესზე განაცხადა, რომ ემბერი მეუღლეს ჯერ კიდევ თაფლობის თვეში სცემდა.
სწორედ მალკოლმი გახლდათ ამ პროცესზეც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. ცნობისთვის, ემბერის ჩვენების მიხედვით, როდესაც ავსტრალიაში მორიგი ჩხუბის დროს ჯონს თითი დაუზიანდა, მან დემონსტრაციულად მოშარდა სასტუმროს ფოიეში.
მალკოლმს ჰკითხეს, უნახავს თუ არა დეპის პენისი, სწორედ ამ შეკითხვამ და მასზე პასუხმა გამოიწვია დარბაზში შეუჩერებელი სიცილი.
„ვფიქრობ, მისტერ დეპის სასქესო ორგანო რომ მენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა“, – განაცხადა დეპის დაცვამ.
ამ სიტყვებზე ჯონის ისტერიკული სიცილი აუტყდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში თავს კონტროლს ვერ უწევდა და გულიანად იცინოდა.