ახლა ჯონი დეპი და მისი სკანდალური სასამართლო პროცესი ყოფილ ცოლთან მედიის ყველაზე განხილვადი საგანია. შესაბამისად, ტაბლოიდები ჯონის სასიყვარულო კავშირებს გვახსენებენ. ალბათ ცოტას თუ სმენია, რომ 80-იან წლებში დეპი „ბინძური ცეკვების“ ვარსკვლავს, ჯენიფერ გრეის ხვდებოდა და მათ თავბრუდამხვევი რომანი ჰქონდათ.
62 წლის ჯენიფერ გრეიმ თავის მემუარებში ჯონი დეპთან მგზნებარე რომანის შესახებ მოყვა. მათი სასიყვარულო ისტორია 1989 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც გრეიმ სარა ჯესიკა პარკერის ქმართან, მეთიუ ბროდერიკთან ნიშნობა ჩაშალა. ჯენიფერსა და ჯონს ერთწლიანი რომანი ჰქონდათ.
„მე ასეთი ბიჭი არასდროს შემხვედრია, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ხომ არ ხუმრობ ჯენიფერ, ეს ხომ ჯონი დეპია, შოკში ვიყავი მასთან რომანით, ჩვენ თავბრუდამხვევი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენ შორი ცეცხლი კი არა ნამდვილი კოცონი იყო გაჩაღებული“, იხსენებს ჯენიფერი.