„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი ეკა ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში
„რუსთავი 2“-ზე მაქვს ნამუშევარი ბევრი წელი. წლებია აღარ ვარ ტვ-ში.
საოცრებაა რასაც ვუყურებ ახლა. ვინც მაშინ „სირცხვილის დერეფნებს” აწყობდა, დღეს მათ რომ უვარდებიან ეთერში, აღშფოთებულები არიან ამ ფაქტით.
მეხსიერება სხვებსაც გვაქვს, ვინც ტელევიზიებს გარეთ ვართ დღეს, გიყურებთ და ყველა ხელისუფლების დროს კონფორმისტებო, პროდიუსერ/ჟურნალისტებო, ბუმერანგი აუცილებლად დატრიალდება, როგორც ეს მომხდარა ბევრჯერ. სხვის შეცდომებზე სწავლაც, სწავლაა“.