LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ოცნებას” უნდა ეშინოდეს გაბრაზებული ქართველი ხალხის: ენმ-ის ახალგაზრდულმა ჯგუფმა აქცია-პერფორმანსი “წინააღმდეგობა” გამართა

92
Untitled design (5)

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა გუნდმა მედიის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისთან სიმბოლურად ხელბორკილები და ნიღბები მიიტანეს.

როგორც მათ განაცხადეს, ამ პერფორმანსით ქვეყანაში არსებული ვითარება და მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე ადამიანების არასამართლიანი დაკავება გააპროტესტეს:

“ჩვენ აქ მოვედით კონკრეტული სლოგანით – “წინააღმდეგობა”. “ქართული ოცნების” რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობაა გასაწევი. აუცილებელია წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ეს რეჟიმი.

ცხოვრების ამ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია, როდესაც ადამიანს იმის გამო იჭერენ, რომ მას სხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვს – ნიკა გვარამია დაიჭირეს აბსურდული ბრალდებებით, არავინ იცის რატომ დაიჭირეს, თურმე რატომ ისარგებლა სამსახურის მანქანით მეუღლემ.

ეს ნიღბები განასახიერებს თანამედროვე ახალ წინააღმდეგობას. ნამდვილად, “ქართულ ოცნებას” უნდა ეშინოდეს გაბრაზებული ქართველი ხალხის, ეს იქნება მათთვის პასუხის გაცემა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კუპატაძემ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა:

“ჩვენი აქციის მთავარი ლოზუნგია “წინააღმდეგობა” და დიახ, ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობა თითოეული ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, რომელიც ჩატეხავს ხიდს დასავლეთსა და საქართველოს შორის, თავისუფალ მედიასა და მოქალაქეებს შორის.

ასევე მინდა მივმართო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის უშუალო მოვალეობაცაა, შეხვდეს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს. კარგად გაიაზროს თავისი უფლებები, ვიდრე ჯერ კიდევ, რამე შერჩენია”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ლუკა ჭოხონელიძემ.

magti 5g