სვიატოსლავ პალამარმა აზოვსტალიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
როგორც “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე აცხადებს, პოლკის მეთაურები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან.
„85-ე დღეა ომის, მე და მეთაურობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც მე არ ვისაუბრებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით“,- განაცხადა მან.