LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა

60

გასულ უქმეებზე ნიუ–იორკში ჟურნალმა Glamour „წლის ქალბატონები“ გამოავლინა. სტუმრებს შორის იყო სერენა უილიამსიც. ჩოგბურთელი დედა ორი თვის წინ გახდა და უკვე არაჩვეულებრივ ფორმაშია.

36 წლის ვარსკვლავი ფოტოგრაფების წინაშე Versace-ს შავ მინი კაბაში პოზირებს, რომელიც წარმატებით გამოკვეთს მის სხეულს. სერენამ გამოსახულება სამკაულებითა და ეფექტური ვარცხნილობით დაასრულა.

სპორტსმენმა პრიზი ჯიჯი ჰადიდს გადასცა ნომინაციაში „Supernova“.

ჯიჯი პლანეტაზე ერთ-ერთია, ვისაც ჩემს ქალიშვილს ღამითაც ვანდობდი. ის საზღვრებს ანგრევს, იმისთვის, რომ ახალი შექმნას. ზრდისთვის აუცილებელია განსხვავებული აზროვნება, მსხვერპლის გაღება და ეს მას შესანიშნავად ესმის“ – განცხადა სერენამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები