LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, საქართველოს არ დასჯიან იმისათვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს: მამუკა მდინარაძე EU-ზე

82
მამუკა მდინარაძე

„იმედია, საქართველოს არ დასჯიან იმისათვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ სურთ რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რაც მდინარაძის თქმით, ძალიან ცუდია, რადგან საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, „უპირატესად და უფრო ადრე, ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები“.

„იმდენად ინტეგრირებულია საქართველო დღეს თავისი დემოკრატიული მოქმედებებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით, შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს რამდენიმე ასეული ევროკავშირის შესაბამის სამხედრო სტრუქტურასთან ერთად მხარდამხარ მშვიდობისათვის ბრძოლაში ჩართული და არ არის ეს მარტივი ამბავი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღმა დარჩეს, მაგრამ ამას ცდილობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ და ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისათვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უფრთხილდება თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან და თავის ათობით და ათასობით მოქალაქეს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო, მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო ვიღაცამ დასაჯოს და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ”.- ამბობს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g