ბრაზილიაში, ტრანსვესტიტები თავს დაესხნენ ბრიტანული ჯგუფის Pet Shop Boys-ის წევრებს. კოლექტივი ფესტივალს Rock in Rio ესტუმრა.
ცნობილია, რომ მამაკაცები ტურისტულ რაიონში ლემე სეირნობდნენ, როდესაც მათ „უჩვეულოდ ჩაცმული“ მძარცველები მიუახლოვდნენ. სასტუმროში კი მუსიკოსები ფულისა და მობილური ტელეფონების გარეშე დაბრუნდნენ.
ცნობილია, რომ ჯგუფის წევრებმა პოლიციაში განცხადების დაწერაზე უარი განაცხადეს.