LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაკავებულ თურქ ბიზნესმენს 22 შვილი ჰყავს – „ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ, ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ“

5293
Turqis

31 მაისს ბათუმში სპეცოპერაცია ჩატარდა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიზნესმენის საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

„მეტრო ჰოლდინგის“  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ვკითხულობთ, რომ  „მეტრო ჰოლდინგის“ მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება.

თურქ ბიზნესმენს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გალიფ ოზთურქის შესახებ ქართული მედია არაერთხელ დაინტერესებულა. გალიფ ოზთურქი და მისი მეუღლე კრისტინა ოზთურქი არაერთხელ აღმოჩენილან მედიის ყურადღების ობიექტი.

წყვილს გადაწყვეტილი აქვთ, 105 ბავშვი ჰყავდეთ.

გასულ წელს მათ 22-ე შვილი შეეძინათ.

ბავშვებს 16 ძიძა უვლის. ჯერჯერობით ბავშვებს სუროგატი დედები აჩენენ, თუმცა კრისტინა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ფიქრობს, რომ მომავალში თავადაც გააჩენს შვილებს.

ამბობს, რომ ჯერჯერობით იმდენი ბავშვია მოსავლელი, ამისთვის დროს ვერ პოულობს, მშობიარობასა და შემდეგ რეაბილიტაციას ხომ ბევრი დრო და ენერგია უნდა.

 

ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს.

ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ… ახლა დეტალებზე საუბარი არ მინდა. ყველაფერს თავის დრო აქვს. ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, სუროგატი დედების შესახებ არაფერი ვიცოდი. ორივე შევთანხმდით, რომ ბევრი შვილი გვინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, მე გავაჩენდი. როდესაც სუროგაციაზე შევთანხმდით, დიდხანს ვაანალიზებდი დადებით და უარყოფით მხარეებს.

ბავშვების დაბადების შემდეგ ჩვენსა და სუროგატ დედებს შორის ყველანაირი კონტაქტი წყდება”, – ამბობს კრისტინა.

წყვილი სოციალურ ქსელშიც აქტიურობდა და  ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებდნენ.

მათ ბოლო ვიდეოები, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთეს,  ოჯახურ გარემოშია გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g