LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების საბრძოლო მოქმედებების გამო, შავ ზღვაში რამდენიმე ათასი დელფინი დაიღუპა

127
დელფინი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შავ ზღვაში ორკების გამო რამდენიმე ათასი დელფინი დაიღუპა. დელფინები დეზორიენტაციას განიცდიან, მათ ნაღმების აფეთქების შედეგად დამწვრობა და შინაგანი დაზიანებები აწუხებთ.

ეკოლოგის, ივან რუსევის, ტუზლოვსკის ლიმანის ნაკრძალის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დაჭრილ ან დაღუპულ ცხოველებს დინება ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სანაპიროებზე მოაქვს.

„რაშისტები თავიანთ სასტიკ ომში არ იშურებენ არა მარტო ცივილიზებულ ადამიანებს, არამედ ჭკვიან დელფინებსაც. შეშლილმა მუტანტებმა და დამპყრობლებმა არ იციან როგორ დააფასონ ბუნება, კულტურა და თავისუფალი ადამიანები.“– ამბობს ეკოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g