პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას საქართველოში ხვალ, 4 ივნისს ჩამოასვენებენ.
როზეტას ოჯახი ახლა სამი მცირეწლოვანი – ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს. ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და დეიდის ინფორმაციით, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ.
„ამდენი წელია ვსაუბრობთ, ამდენი კანონი მივიღეთ, თუმცა ფემიციდს ვერ ვაკავებთ – ეს არის მზარდი დანაშაული, რომელიც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს“ – ქალთა უფლებადამცველები სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ
„იყო დრო, როდესაც ეს საერთოდ არ შუქდებოდა, ახლა უკვე მეორე უკიდურესობაში ვართ გადავარდნილი, როდესაც შუქდება, მაგრამ შუქდება ისე, რომ ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას.“– თქვა ბაია პატარაიამ.
„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას როზეტას და, ლორიტა ყალიჩავა:
„ბავშვების სანახავად ჩემი ძმა იყო მისული, ისიც პოლონეთში ცხოვრობს. ტირიან და დედას კითხულობენო. უცხო გარემოში არიან, არავის იცნობენ, პატარები არიან და ძალიან განიცდიან. ყველას ვთხოვ, ვისაც კი შეიძლება, რომ ეს ამბავი ეხებოდეს, იქნებ როგორმე დროულად მოხერხდეს ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა. დაგვეხმარონ, რომ ბავშვები სახლში დავაბრუნოთ“.
ცნობისთვის, 24 მაისს პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 26 წლის ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის დახმარებას ითხოვდა და ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
ამავე თემაზე: