ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს, რომელიც მათ სევეროდონეცკში დაკარგეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
„მაშინ, როდესაც ადრე რთული ვითარება იყო, [რუსეთის მიერ დაკავებული] ტერიტორიის პროცენტულობა სადღაც 70%-მდე იყო, ახლა ჩვენ უკვე დაახლოებით 20% დავიბრუნეთ”, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.
მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსული ძალები ძალისხმევას კვლავ აგრძელებენ.
„ისინი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ. გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.