LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რეალური რისკი არსებობს

195
Capture

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რეალური რისკი არსებობს, თუმცა ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ ჯანდაცვის მონიტორინგის ზომები, რათა გააკონტროლონ დაავადება და თავიდან აიცილონ მისი გავრცელება.

მისივე თქმით, ამჟამად მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ რისკებით, რომელსაც ეს ვირუსი დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებს უქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g