7 წელი დასჭირდა Gorillaz-ს ახალი მასალის შესაქმნელად: მიმდინარე წლის აპრილში ჯგუფმა ახალი ალბომი ”Humanz” გამოუშვა, რამდენიმე დღის წინ კი თაყვანისმცემლები მან ახალი კლიპით ”Strobelite” გაახარა, რომელიც ამერიკელ მომღერალთან, პივენ ევერეტთან დუეტს წარმოადგენს.
ვიდეოში Gorillaz-ის წევრები საცეკვაო მოედანზე ერთობიან და ნეონის კალეიდოსკოპზე ტრიალებენ, პივენი კი ვოკალს ასრულებს.
მსუბუქი საცეკვაო თრექი ზაფხულის ბოლო თვეს ნამდვილად უხდება.