LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა

139
BeFunky-collage (52)

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა. საველე სამუშაოები დასრულებულია, რის შემდეგაც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს განხორციელებული აქტივობები გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

2021 წელს, პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის აღჭურვილობა შეიძინა, გადამზადდა 10 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. შეძენილია საველე აღჭურვილობა – ტყის სატვირთო, პიკაპის ტიპის ავტომანქანები, ექსკავატორი და ხის გამყოფი დანადგარი.

პროექტს სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) სლოვენიური კომპანიის (Zavita) ჩართულობით ახორციელებს. სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მიერ პროექტისთვის 563 540 ევროა გამოყოფილი. პროექტი 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის საბოლოო მიზანი ადიგენის პუნიციპალიტეტში მდგრადი ტყითსარგებობლის წინაპირობის შექმნაა, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„სლოვენიის მთავრობის პრიორიტეტი გარემოს დაცვაა, მათ შორის ტყის რესურსების მდგრადი მართვა. ეს პროექტი სლოვენიის მთავრობის პირველი მხარდაჭერაა ადიგენის სატყეო უბანზე, რომელიც მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობას და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას.“, – აცხადებს სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, მოიცა კოპსე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g