Apple-მა მორიგი სიახლე დააპატენტა: კომპანიის მომავალ მოწყობილობებში სამაშველო სამსახურებთან დაკავშირება თითის ანაბეჭდით იქნება შესაძლებელი.
ამ გზით კი, ადამიანს სამაშველო სამსახურს მაშინაც კი დაურეკავს თუ ბოროტმოქმედის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ერთი შეხედვით მოქმედება უბრალოდ ტელეფონის განბლოკვას ჰგავს და სხვა არაფერს.
ფუნქციის ამოქმედების შემდეგ კი, ტელეფონი აუდიო და ვიდეო ჩაწერას დაიწყებს, ხოლო მის მეპატრონეზე პერსონალურ ინფორმაციას მოწყობილობა საიდუმლოდ შეინახავს.