13 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი „ქსოვრელების“ წევრი, გიორგი შოშიტაშვილი გახლდათ. გადაცემაში სიმღერის „ქსოვრელები მღერიან“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა.
გიორგი, მაინტერესებს, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში და საიდან მოდის მუზა ახალი ნამუშევრებისთვის?
მუზა ქალაქიდან, თბილისიდან, სიყვარულიდან მოდის, თან დუდუკი ისეთი ინსტრუმენტია, რომ ამის დავიწყება არაფრით გამოვა. არასდროს დაიკარგება ქართული დუდუკი და „ქსოვრელები“, ამაში ვარწმუნებთ საქართველოს.
ძნელია დუდუკზე დაკვრის შესწავლა?
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე რთული ინსტრუმენტია, მაგრამ თუ გიყვარს და აფასებ, სწავლაც გაგიადვილდება.
გააკეთეთ სიმღერის „ქსოვრელები მღერიან“ ახალი ვერისა. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი, ვის ეკუთვნის იდეა?
იდეა ჩემია. აქამდე მხოლოდ ის ძველი, დიდი „ქსოვრელების“ ვერსია იყო, არავინ შეხებია ამ ნამუშევარს. გადავწყვიტე, რაღაც ახალი ელემენტები და ჩემი წვლილი შემეტანა ამ სიმღერაში. ჩემთვის ეს ძალიან ფაქიზი თემა იყო, მაგრამ ვფიქრობ კარგი გამოვიდა, მოისმენს მსმენელი და თავადაც შეაფასებს.
გადაცემის ჩანაწერი:
გიორგი შოშიტაშვილი & „ქსოვრელები“ – ქსოვრელები მღერიან