LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 3 რაიონში წყალმომარაგება, საგურამოსა და ბულაჩაურის დატბორვის გამო, შეეზღუდება – GWP-ის განცხადება

516
wyalmomaragebaaaaa-34

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საგურამოსა და ბულაჩაურის მიმდებარე ტერიტორიების გამო, თბილისის გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება შეიზღუდება.

„დღეს, 13 ივნისს, მცხეთა-მთიანეთის რაიონში სტიქიური მოვლენების შედეგად, უხვმა ნალექმა განმეორებით გამოიწვია საგურამოსა და ბულაჩაურის მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა. აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებულია დედაქალაქის წყალმომარაგების ძირითადი სათავე ნაგებობა და წყალშემკრები აუზები, საიდანაც თბილისის მოსახლეობას სასმელი წყლის მიეწოდება.

სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება შეეზღუდება დღეს 13 ივნისს, 23:00 საათიდან 14 ივნისის დღის 12:00 საათამდე:

გლდანის რაიონში – გლდანის I, IV-VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, გიორგიწმინდას, მიქატაძის, მაისურაძის, მებაღიშვილის, ჯანჯღავას, კაჭარავას, მეგობრობის, ანდრონიკაშვილის, 26 მაისის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის, ლიბანის, ბარისახოს, გაგრის, გლდანის ხევისა და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს; ზაჰესში – გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში – ქოშიგორას, სასოფლოსა და ბენდუქიძის დასახლებას, ზურგოვანას, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ნიკო ბურის, შერმადინის, ავთანდილის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, დავით აღმაშენებლის, თოფურიას ქუჩებს, ვაშლიჯვრის კორპუსებს და დასახლებას, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, მარშალ გელოვანის გამზირს, იასამნის, გაგარინის, ლვოვის, ასათიანის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიასა და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვ-ის N10-12 კორპუსებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g