LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანლუკა ვაკი მეუღლეს დაშორდა: მოცეკვავე მილიონერი სხვა ლამაზმანთან ერთად ისვენებს

126

იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი და მისი მეუღლე, ჯორჯია გაბრიელი ერთმანეთს დაშორდნენ. კითხვები მათი ერთადყოფნის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში მათი ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები გაქრა.

დაშორებას ჯანლუკას ცხოვრების სტილი დიდად არ შეუცვლია: ის კვლავ ბევრს მოგზაურობს და ერთობა, ატარებს დიჯეი სეტებს კლუბებში და მდიდრულ სანაპიროებზე სხვადასხვა ლამაზმანების გარემოცვაში ჩნდება. უმეტესწილად კი მას ვიცე-მის სამყარო 2015-თან, არიადნა გუტერესთან ხედავენ. ამ უკანასკნელმა ვაკისთან ერთად გადაღებული ფოტო „ინსტაგრამზეც“ განათავსა, მილიონერმა კი მსგავსი ნაბიჯისგან თავი შეიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები