მაღაზია ”Pull&Bear“ მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ფასდაკლება 20%, 30% და 50%-ს შეადგენს.
ამას გარდა, მაღაზიაში უკვე შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ ზაფხულის ახალი კოლექციიდან, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სხვადასხვა დიზაინის მოდელები, მათ შორის ფეხსაცმელები.
”Pull&Bear“ ესპანური ბრენდია, ამჟამად მაღაზიას მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, რომლის მისამართია სავაჭრო ცენტრი ”თბილისი მოლი”.