LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე

51
wulukiani-2021-10-16_23-05-53_232931

აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, თურმე არც თუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილის მომგვრელი, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი  20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას. როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც ნამდვილ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

„იყო დრო, როცა აღვიქვამდი ძალიან სერიოზულად, მაგრამ ახლა უკვე ეს არის ღიმილის მომგვრელი, რადგან სრულიად გაკოტრებულია ოპოზიციური სპექტრი. ჩვენს საზოგადოებას ვინც ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს ევროპულობის დროშის ქვეშ, მაშინ, როდესაც ჩვენ ელენე ხოშტარიას მაგალითზე გუშინ ვნახეთ, რომ ისინი სხვას უკიჟინებენ, აბრალებენ ცოდვებს, რომლებიც არ გვაქვს და ამ დროს თავად მილიონობით რუბლს იღებენ საკუთარ ანგარიშზე, რათა ბათუმში შეიძინოს ბინა ხოშტარიების ოჯახმა, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, რომ არ იყოს კატასტროფა მათთვის.

შესაბამისად, არ მესმის, ასეთი ხალხის დაძახილზე რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას. ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან ჩვენ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა მსოფლიოში, ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება, რომ ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში ჩვენ შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა – მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ქართული ოცნების” ადვოკატებად არ გამოვდგებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, 5 წუთში გავჩნდებით ნებისმიერ ლოკაციაზე – გამართავს თუ არა პრორუსული ჯგუფი 20 ივნისს კონტრაქციას

შეგახსენებთ, 20 ივნისს ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, პარლამენტთან მოძრაობა სირცხვილია ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მხარდამჭერ აქციას გამართავს. ღონისძიებას სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

გიგა მაქარაშვილი: აღარაა დრო წყენის, განსხვავებების ძებნის, ვიწრო პარტიული ინტერესების! 20 ივნისს გადაწყდება ჩვენი ბედი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g