როგორც ჩანს, კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა მკაცრად გადაწყვიტეს, ოჯახს კიდევ ერთი წევრი შემატონ. კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ისინი სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლებენ.
გამოცემა TMZ-ის მტკიცებით, წყვილმა უკვე მიმართა შესაბამის სააგენტოს. ცნობილია ისიც, რომ ეს მომსახურება მათ 45 ათასი დოლარი დაუჯდებათ.
თავად ვარსკვლავები ამ თემაზე ჯერ მხოლოდ დუმილს ამჯობინებენ.