LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ რუსეთში ექსპორტი გაზარდა

248
5e2d64d1a9b63

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველომ რუსეთში საქონლის ექსპორტი გაზარდა.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია.

შედეგად, რუსეთი წინა წლის მსგავსად, კვლავ საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა.

საქართველოს TOP-5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1. ფეროშენადნობები – 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%;
2. ღვინოები – 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%;
3. მინერალური და მტკნარი წყლები – 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%;
4. სპირტიანი სასმელები – 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%;
5. გაზირებული წყლები შაქრით – 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%.

ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც.

2022 წლის 5 თვეში საქართველომ ოკუპანტი ქვეყნისგან $553.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია.

იმპორტში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია.

გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულებაც და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი.

რუსული იმპორტის TOP-ხუთეული ასე ნაწილდება:

1) ნავთობპროდუქტები – $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%;
2) ბუნებრივი აირი – $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%;
3) ქვანახშირის კოქსი – $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%;
4) ხორბლის ფქვილი – $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%;
5) მარგარინი – $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%.

არსებული შედეგებით, რუსეთი კვლავ საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g