დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ნატალი პორტმანი სანტა-ბარბარაში მორიგი უძრავი ქონების მფლობელი გახდა. წყნარი ოკეანის სანაპიროზე ვარსკვლავმა 7 მილიონ დოლარად შეფასებული მდიდრული ვილა შეიძინა. სახლში 4 საძინებელი, 5 აბაზანა, აუზი და უზარმაზარი ტერასაა ხედით ოკეანისკენ.
ვილა სმარტ-კატეგორიას განეკუთვნება: მასში განთავსებული მრიცხველები ნებისმიერ მოქმედებაზე რეაგირებენ.
ცნობილი ხდება, რომ სახლმა თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსახიობზე და მისი შეძენა პორტმანმა საკმაოდ მოკლე დროში გადაწყვიტა.