„პოლარიზაციის შესამცირებლად არცერთი მხარე არაფერს არ აკეთებს“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ლომის წილი აკისრია ხელისუფლებას.
„პოლარიზაციის შესამცირებლად არცერთი მხარე არაფერს არ აკეთებს“. 80/20% -ზეა „დამსახურება“ და პასუხისმგებლობა ხელისუფლების.
რა პოლარიზაციის შემცირებაზე ვსაუბრობთ, როგორ ელაპარაკებოდა. როდესაც ქალებს ამ რიტორიკით, უღირსი ლექსიკით ელაპარაკები, რაზეა საუბარი საერთოდ.
პრემიერად წოდებული, ვინ თვლის მას პრემიერად, მხოლოდ კაბინეტზე აწერია. ყველამ იცის რომ ის არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლარიზაციის აღმოფხვრა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს წამოუყენა.
„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო
„ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ამას ხომ არ ჩაგიწერდნენ“ – ხაბეიშვილი პრემიერს