LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა სამკურნალოა, სასწაულია… წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

491
პრემიერი და გამოთქმები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით გამოდის, ხმაურით მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზში მყოფ დეპუტატებს მოუწოდა, წყნარად მოესმინათ პრემიერისთვის.

დეპუტატი რეპლიკების გამოთქმას პრემიერის მისამართით კვლავ აგრძელებენ.

ღარიბაშვილი: იცობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

ოპოზიციის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი რეპლიკა გამოიყენა.

„თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, თქვენ ხართ მოღალატეების პარტია… არ, მოგისმენთ“… ამ რეპლიკით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ანი წითლიძის შეძახილებს დარბაზიდან.

„დაასრულოს და გაიყვანეთ და მერე ილაპარაკოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა წითლიძის მისამართით.

“წამალი არ გაქვთ, წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ… ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ? – ასე მიმართა  პრემიერ-მინისტრმა ხატია დეკანოიძეს.

პრემიერმა “წამლის” მიღება დეპუტატ თაკო ჩარკვიანსაც შესთავაზა.

“წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს?!” 

„თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, თქვენ ხართ მოღალატეების პარტია… არა, მოგისმენთ“… – ამ რეპლიკით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ანი წითლიძის შეძახილებს დარბაზიდან.

„თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას, ხაბეიშვილო, შენ და სააკაშვილის ლიდერობით, ყველანი თქვენ ხართ მოღალატეები“.

„საცოდავი ადამიანი, მანიაკები, არარაობა“- განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

პრემიერის განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა, მათ მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს პროტესტი.

ოპოზიციის ამ ქმედებებს პრემიერმა ღიმილით უპასუხა: „ყველა სამკურნალოა, სასწაულია“.

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

პარლამენტის სხდომას ასევე ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g