LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

2094
BeFunky-collage (23)

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს აცნობს, განაცხადა, რომ “ოცნებამ” “უმძიმესი მემკვიდრეობა” გადაიბარა და არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში. მისივე თქმით, დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ოპოზიციის კრიტიკისას პრემიერმა, დეპუტატ სალომე სამადაშვილსაც მიმართა და თქვა:

“ახლა მინდა მივმართო სალომე სამადაშვილს, ახლა მათზე უნდა გადავიდე. ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს”, – თქვა პრემიერმა.

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

პარლამენტის სხდომას ასევე ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები