LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

126
cms-image-000031519-e1551805776906

სააკაშვილის მმართველობის დროს ბიძინა ივანიშვილი წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე, აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, – ასე მიმართა პრემიერმა პარლამენტში ოპოზიციას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავის კოლონით. მისივე სიტყვებით, მამუკა ხაზარაძემ “ბიზნესი გაძარცვა”, მიხეილ სააკაშვილი კი დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორია და პრემიერის განცხადებით, მთავარი ოლიგარქია თავისი ოჯახით”.

“ოლიგარქის განმარტება რა არის? რომ ყვირიან აქ ბევრს, ხაზარაძე, რომელიც ძარცვავდა ბიზნესს, მიჰყავდა ბიზნესმენები ბანკში იქ ხდებოდა სესხის მიცემა დ მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ, მეორე კეზერაშვილი, ადამიანი რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, ჯარი გაძარცვა და მესამე სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა ერთი ბინით და დადასტურებული 100 მილიონი აქვს, წავიდა, დათმო თავისი პასპორტი, ეს რომელიმემ რომ გააკეთოს ჩვენი დეპუტატებიდან, რას იზამდით წარმომიდგენია?

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თქვენ კარგად იცით მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი. ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს.

ახლა დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში, ვითომ მათი სიტყვებით რომ ვთქვა, აღქმებს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა თურმე ეს არის, მათი ჩატანილი ინფორმაციებით თურმე პრობლემა არის ბატონი ივანიშვილი. კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და აი ამ მანიაკალური დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც… აი, სასწაულია პირდაპირ.”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით გამოდის, ხმაურით მიმდინარეობს.

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

პარლამენტის სხდომას ასევე ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g