LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული

221
ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს გამართულ ბრიფინგზე მის გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა.

„სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული“,  – აცხადებს ხოშტარია.

მისივე თქმით, სოლიკო ვირსალაძე დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება.

მამაჩემმა გადაწყვიტა რუსეთის საავტორო ორგანიზაციასთან გაეწყვიტა ურთიერთობები – ელენე ხოშტარიას მორიგი განმარტება “რუსულ ფულზე”

„მას შემდეგ, რაც მე დავიწყე სანქცირებაზე კონკრეტული ადამიანების გამოძიება და სანქცირებაზე ლაპარაკი, გასაკვირი არ არის, რომ როგორც სხვა დროს, თუნდაც ჩემს სწავლასთან დაკავშირებული ან ჩემ ოჯახზე ამოღებული ინფორმაციის მიხედვით იწყება ჩემ მიმართ აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარი.

მე გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ, რომ 30 წლის წინ გარდაიცვალა სოლიკო ვირსალაძე, ის დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება. როდესაც მისი ოჯახი იყო რეპრესირებული, 40-იანი წლებიდან სუხიშვილების კოსტიუმებთან ერთად მან შექმნა მსოფლიოსთვის ძალიან დასაფასებელი ნამუშევრები, რომლებიც დღემდე პარიზის ნიუ იორკის, ამერიკის, იაპონიის, ესპანეთისა და სხვადასხვა სცენაზე იდგმევა.

ელენე ხოშტარიას მამა: “ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?!”

სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული. სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე არის მამაჩემი და ლევან აბაშიძის მემკვიდრე არის მანანა ხიდაშელი. ამიტომ ეს არ არის რუსეთის ფული, ეს არის ტყუილი. აბსოლუტურად ყველა, ნეიტრალურ, დამაჯერებელ არაპროპაგანდაში გასვრილ ტელევიზიას, თუ არასამთავრობოს მივმართავ, შეამოწმონ ჩემი ოჯახის აბსოლუტურად ყველა ანგარიშები. სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ ბინძურ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მდინარაძე: მოვუწოდებთ გაასაჯაროოს რუსეთიდან გადმორიცხვები, თუ უარს იტყვის, გამოძიება დაინტერესდეს.. ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი დღევანდელ აქციასთანაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g