LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესი და The Weeknd ერთმანეთის მეზობლად დასახლდნენ (ფოტოები)

84

სელენა გომესისა და The Weeknd-ის რომანის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. წყვილი ერთმანეთს დაახლოებით 5 თვეა ხვდება და მთელს თავისუფალ დროს ერთმანეთის გარემოცვაში ატარებს.

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ შეყვარებულებმა ერთმანეთის მეზობლად დასახლება გადაწყვიტეს. ცოტა ხნის წინ სელენამ 2,5 მილიონად შეფასებული ვილა შეიძინა. მასში 4 საძინებელი, 4 აბაზანა, მისაღები, სამზარეულო და ბუხრის 2 ოთახია.

რამდნეიმე დღის მერე კი, გომესთან ახლოს იყიდა სახლი კანადელმა რეპერმაც, რომელმაც მასში 20 მილიონი გადაიხადა. სახლში 9 საძინებელი, 11 აბაზანა, ღვინის მარანი, სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, სპა-სალონი და სხვა უპირატესობებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები