მაღაზია „Marks and Spencer” მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაში შედის, მამაკაცის კლასიკური პიჯაკები, პერანგები და შარვლები, ასევე დიდი არჩევანია ქალბატონების ტანისამოსზეც.
„Marks and Spencer” ბრიტანული ბრენდია, შესაბამისად პროდუქციაც ბრიტანეთიდან ჩამოდის.
მაღაზიას ამ ჟამად, მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, სურვილის შემთხვევაში მიაკითხეთ სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლს”.